სრულიად ახალი 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო ,,New Wave’’ მდებარეობს ბათუმის
ბულვარის მახლობლად, ქალაქის შუაგულში, შავი ზღვის სანაპიროზე, საცეკვაო
შადრევნებთან, აკვაპარკთან და რესტორნებთან ახლოს. მანძილი ბათუმის
საერთაშორისო აეროპორტიდან არის 4,7 კმ. იდეალურია როგორც დასვენებისთვის, ასევე
საქმიანი ვიზიტებისთვის. სასტუმროს 81 ნომრიდან იშლება ულამაზესი ხედები,
როგორც ზღვის, ასევე ქალაქის. სტუმრებს საშუალება ეძლევათ ისარგებლონ აქვე
განთავსებული სპა მომსახურებით, ფინური საუნით, ღია საცურაო აუზით, სავარჯიშო
დარბაზით , ლობი ბარით, რესტორნით და უფასო უკაბელო ინტერნეტით. სასტუმროს
გააჩნია გარე/შიდა პარკინგი, 1 საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი, ღია ტერასა, 24/7
მიმღები ადმინისტრაცია. ბათუმის სასტუმრო ’’New Wave’’ მაღალი ხარისხის
მომსახურებით საუკეთესოდ ერწყმის ტრადიციულ ქართულ სტუმართმოყვარეობას.
COPYRIGHT © NEWWAVEHOTELS.COM
Created By SuGo