Loading

მაგნოლია 2022

30-12-2022

წლის დასასრულს, აჭარაში ტურიზმის განვითარება-პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და დეპარტამენტთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის თინათინ ზოიძემ მადლობის სიგელები გადასცა კერძო და სამთავრობო სექტორის, ასევე მედიის წარმომადგენლებს.
სასტუმრო "New Wave"-მა კი უკრაინაში მიმდინარე ომის გამო აჭარის რეგიონში მყოფი იძულებით გადაადგილებული უკრაინის მოქალაქეების განთავსებით და კვებით უზრუნველყოფის საკითხებში მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელი მიიღო.