Loading

ჩვენ შესახებ

NEW WAVE HOTEL -ის შესახებ

ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო New Wave მდებარეობს ქალაქ ბათუმში, საცალფეხო გზით 5 წუთი გაშორებთ ულამაზეს ზღვის სანაპიროს. ბათუმის აკვაპარკი მდებარეობს 1,6 კმ-ში სასტუმროდან, ხოლო ბათუმის პიაცა 1,1 კმ-ში, უახლოესი აეროპორტი კი 2,5 კმ-ში, სასტუმროს მოპირდაპირედ მდებარეობს სტადიონი რომელიც დაპროექტებულია უეფას ოთხი კატეგოორის მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო საღამოს სასტუმროს აივნებიდან შეგიძლიათ იხილოთ მოცეკვავე შადრევნების შოუ, რომელიც შთაბეჭდილებების გარეშე არ დაგტოვებთ. სასტუმროს რესტორანი ალბატროსი მთელი დღის განმავლობაში თქვენს სამსახურში იქნება, რესტორანი მოიცავს შერეულ სამზარეულოს იქნება როგორც ქართული ასევე უცხოური სამზარეულოს კერძები და ღვინის ფართო არჩევანი, ჩვენი სტუმრებისათვის დილის საუზმე შედის სასტუმროს ღირებულებაში. სასტუმროში არის განლაგებული 81 ნომერი სხვადასხვა კატეგორიის, ყველა ნომერი ნათელია თანამედროვე დიზაინით, ვიტრაჟული ფასადიდან გამომდინარე, ოთახებს გააჩნია საკუთარი კარადები, აბაზანა, ტელევიზორი და უფასო WI-FI. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებაზე და ვთავაზობთ მათ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ სახანძრო სისტემას. სასტუმროს ადმინისტრატორები 24 საათიან რეჟიმში თქვენს სამსახურში იქნებიან, რომლებიც საუბრობენ ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. ჩვენი გუნდი გააკეთებს ყველაფერს რომ თქვენ თავი იგრძნოთ კომფორტულად, ჩვენთვის მთავარი არის სტუმრის კმაყოფილება. ჩვენ ვცდილობთ შევთავაზოთ ჩვენს სტუმრებს მხოლოდ საუკეთესო.